სამტრედიაში დინარე რიონი უხვი ნალექის მოსვლის შედეგად კალაპოტიდან გადმოვიდა და სახლები დატბორა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, მაშველებმა ხუთი მოქალაქე გამოიყვანეს სახოვრებელი სახლებიდან, რომლებიც გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
“უხვი ნალექის მოსვლის შედეგად მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ რამდენიმე მოქალაქე ვერ ახერხებდა უსაფრთხო ადგილზე გამოსვლას. მეხანძრე მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მცურავი საშუალებების გამოყენებით მოხდა ხუთივე მოქალაქეის უვნებლად გამოყვანა”. – ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი.
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, შოთა შალამბერიძე კი ამბობს, რომ უხვი ნალექის გამო წყალდიდობის თვალსაზრისით პრობლემა რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეიქმნა – ხარაგაულში, წყალტუბოსა და სამტრედიაში.