“ახლა განლაგდა ზეცაზე ვარსკვლავები მის საწინააღმდეგოდ. იმით რომ ოპოზიცია არ შევიდა პარლამენყში. ეს არის მისთვის საფრთხე არა მარტო პოლიტიკურად, არამედ მისი ფინანსებისთვისაც. ვარსკვავები განლაგდა ცუდად, ერთპარტიული პარლამეტი შერჩა.
შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე
ამის შესახებ ნათელაშვილმა “რეაქციაში” სტუმრობისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის.
ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად მისი ასაკი დაასახელა, მან განაცხადა რომ, მალე 65 წლის ხდება.