“არსად არ წასულა, ისევე როგორც არსად არ მოსულა. რომ ამბობთ ეშმაკი, სატანა და სამი ექვსიანიო, ესაა ივანიშვილი. ესაა სატანა მოსულია, რომ გიყიდოს, ისეთი მოგება მიიღოს. გავა ცოტა ხანი დაიმალება და როგორც კი აიჭრება საქმეები, გამოჩნება.”
შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე
ამის შესახებ ნათელაშვილმა “რეაქციაში” სტუმრობისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის.
ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად მისი ასაკი დაასახელა, მან განაცხადა რომ, მალე 65 წლის ხდება.