“ძალიან დიდი საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ლობისტების საშუალებით ივანიშვილი ცდილობდა, რომ აქ მისი მმართველობა არ შეეწუხებინათ, იმიტომ რომ აუხსნელია ის ფაქტორი, რომ საქართველოს სამი წლის განმავლობაში აშშ-ის ელჩი არ ჰყავდა. ასევე თუ ჩახედავთ ქართული ოცნების იდეოლოგების კომენტარებს, როცა ტრამპმა წააგო, გლოვაა დღეს ივანიშვილის ამოცანაა, რომ დაირქვას რომ საქართველში არ აკეთებს ბიზნესს და უნდა დაიბრუნოს იმიჯი, რომ ყველაფერი ქართუ ფონდში გადავიტანე და ქველმოქმედებით ვარ დაკავებული, მარა პრობლემა ისაა, ორმ მან გამოასწრო გემს, რომელიც იძირება.”
მამუკა ხაზარაძე – პარტია “ლელოს” თავმჯდომარე
ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ “რეაქციაში” სტუმრობისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.