მთავარი ციტატა

“ასლან აბაშიძე ღმერთმა დიდხანს ამყოფოს და 80 წლის იყო, ბავშვი რომ შეეძინა”- რას ამბობს ნიკა მელია

 

 “რადგან 65 წლის გახდა, ამიტომ დავიღალე დაწავედი? 65 წლის ხალხი პოლიტიკაში მოდის. ასლან აბაშიძე ღმერთმა დიდხანს ამყოფოს და 80 წლის იყო, ბავშვი რომ შეეძინა. 65 წლისაა და ცივ ნიავს არ იკარებს, წყალს საფრანგეთიდან ეზიდება და სვამს, იოგურტს – ბელარუსიდან და რა ვიცი ახლა, ადამიანი იმდენი წლისაა, რამდენსაც გრძნობ.”

ნიკა მელია – “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე

ამის შესახებ ნიკა მელიამ “რეაqციაში” სტუმრობისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის  პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. 

ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად მისი ასაკი დაასახელა, მან განაცხადა რომ, მალე 65 წლის ხდება.

იტვირთბა....