“არადროს არ ვიყავი დაკავებული და არც ახლა ვაპირებ სხვა ადამიანების ქონების განხილვას, თუნდაც ივანიშვილის, ეს არის მისი პირადი საქმე და სად გადაიტას ქონებას, ეს არის მისი კანონიერი უფლება. ქვეყანა მოიცვა ელიტურმა კორუფციამ, მისი გარემოცვა საკმაოდ სერიოზულ სქემებშია ჩართული. ამიტომ, ამ ადამიანისა, გარდა პოლიტიკოსისა, ყოველთვის დასდევს მეორე სახელი, რომ ის საქართველოში აკეთებს ფულს და ბიზნესს.”
მამუკა ხაზარაძე – პარტია “ლელოს” თავმჯდომარე
ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ “რეაქციაში” სტუმრობისას განაცხადა.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ 26 ობიექტი გადაუფორმა, 2 ობიექტი კი გადაფორმების პროცესშია.