aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

,,ქართულ ოცნებას არაფერი მოუვა და ,,ქარაქუცა პარტიებით” ის ვერ ჩანაცვლდება” – ბიძინა ივანიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების “თავჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ პირველ სატელევიზიო ინტერვიუს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დღეს მისცემს.

ივანიშვილი როგორც გადაცემის ანონსში ამბობს,  ეს ალბათ, ბოლო ინტერვიუ იქნება.

“ალბათ ბოლო ინტერვიუ იქნება თქვენთან.

რაც შემეძლო გავაკეთე და რაღაზე მოვდივარ, თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორად ვერ გავაკეთე, თუ სწორად ვერ გავაკეთე უკან რაღატო უნდა გავიქაჩო.

ერთადერთი, რაც ვთხოვე გუნდს, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას.

ყველაფერი ნახა ჩვენმა საზოგადოებამ და მას აქვს არჩევის საშუალება და მან ისწავლა არჩევა, ისწავლა კონტროლიც.

უახლოეს 4-5 წელში ,,ქართულ ოცნებას” არაფერი მოუვა და ,,ქარაქუცა პარტიებით” ის ვერ ჩანაცვლდება.

უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ახალი ძალა გაჩნდება.

,,ღმერთმა მომასწროს და მოვესწრები, რა თქმა უნდა ამას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს ქართული ოცნება”, – ამბობს ივანიშვილი გადაცემის ანონსში.

იტვირთბა....