“მმართველ გუნდში არსებულ შიდა კონფლიქტებთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებები ტყუილია,” – აღნიშნული განცხადება ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ოპონენტების განცხადებები იმ ურთიერთობებზე ჩრდილის მიყენებას ემსახურება, რომელიც “ქართულ ოცნებაში” არსებობს.
“ყველაფერი, რაც ითქმევა, მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე ჩრდილი მიაყენონ არსებულ ვითარებას შიგნით და ადამიანურ ურთიერთობებს. იქ – კახი თურმე გაბრაზებულია ირაკლიზე, ირაკლი გაბრაზებულია პრემიერზე, იქ – თურმე კახის ეს ამბიციები აქვს, ირაკლის ის ამბიციები აქვს… სულ ტყუილია, გამოჭმული გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი არ აქვს ამ ნათქვამებს არცერთს,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ასევე, გია ვოლსკის განცხადებით, შესაბამისად, არანაირი წინაპირობა არ არსებობს არც სამთავრობო ცვლილების, რადგან სამთავრობო გუნდს და არცერთ დარგს არ წაუბორძიკებია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე მძიმე და რთული გამოწვევებია.