ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კიბოს ებრძვის და კო­ვი­დი­ან პა­ცი­ენ­ტებ­თან ერ­თად წევს” – მაკა რაზმაძე ლეგენდარულ ტელეწამყვანზე

ტელეწამყვანი და პროდიუსერი, მაკა რაზმაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ლეგენდარული ტელეწამყვანის, და­ვით სო­კო­ლო­ვის შე­სა­ხებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ჟურნალისტი თავის პოსტში ამბობს, სო­კო­ლოვს, რო­მე­ლიც სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის, კო­ვიდზე ტეს­ტი გა­უ­კე­თეს, პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი იყო, თუმ­ცა ის მა­ინც გა­და­იყ­ვა­ნეს კო­ვი­დცენ­ტრში და ახლა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის გვერ­დი­თაა მო­თავ­სე­ბუ­ლი.

“ამ სტა­ტუ­სის არსი მარ­ტი­ვია და ასე­ვე მარ­ტი­ვი შე­კი­თხვით და­ვი­წყებ: ეკუთ­ვნის თუ არა ჩვენს ტელე ლე­გენ­დას, და­ვით სო­კო­ლოვს პრო­ფე­სი­უ­ლი ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა? რა თქმა უნდა კიო, ყვე­ლა იტყვით და მარ­თა­ლიც იქ­ნე­ბით!

სამ­წუ­ხა­როდ ეს ერ­თა­დერ­თი და­ფა­სე­ბაა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ღვაწლ­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის. კი, ეკუთ­ვნის, იმ­სა­ხუ­რებს, მით უმე­ტეს, რომ მის გარ­და მისი თა­ო­ბის ყვე­ლა კო­ლე­გას უკვე აქვს ასე­თი ვარ­სკვლა­ვი ან­ძის ქვეშ…მაგ­რამ მინ­და მო­გიყ­ვეთ ერთი ამ­ბა­ვი, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში ახლა ამ წუ­თას ხდე­ბა…ჩვე­ნი და­ვით სო­კო­ლო­ვი მე­ო­თხე სტა­დი­ის კი­ბოს ებ­რძვის…

ეს ბევ­რმა იცის, დიდი ხა­ნია ამ და­ა­ვა­დე­ბით ცხოვ­რობს ეს ადა­მი­ა­ნი და სტა­ბი­ლუ­რა­დაა. ბოლო დღე­ებ­ში ტკი­ვი­ლებ­მა შე­ა­წუ­ხა. ოჯახ­მა მო­რიგ­ჯერ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა და რად­გან ყვე­ლას უკე­თე­ბენ ტესტს კო­ვიდ­ზე, გა­უ­კე­თეს მა­საც.

სმს-ით მო­ვი­და პა­სუ­ხი, რომ კო­ვი­დი მას არ აქვს. ცოტა ხან­ში კი ოჯა­ხის უკი­თხა­ვად და მათ გა­უფრ­თხი­ლებ­ლად და­ვით სო­კო­ლო­ვი კო­ვი­დის ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს… ოჯახს მხო­ლოდ სმს შერ­ჩა, სა­დაც გარ­კვე­ვით წე­რია, რომ მისი პა­სუ­ხია უარ­ყო­ფი­თი!

ახლა და­ვით სო­კო­ლო­ვი კო­ვი­დი­ან პა­ცი­ენ­ტებ­თან ერ­თად წევს და უკვე ალ­ბათ ახა­ლი ტეს­ტი კო­ვიდ­საც და­უ­დას­ტუ­რებს… რა ქვია ამას? რა ხდე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში? გარ­და იმი­სა, რომ წლე­ბია 3 ათა­სი ლარი ვერ გა­მო­ი­ნა­ხა ლე­გენ­და­რუ­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის­თვის ვარ­სკვლა­ვის გა­სახ­სნე­ლად.

ახლა უკვე მისი სი­ცო­ცხლეც საფრ­თხე­ში უნდა ჩა­აგ­დონ? იმე­დია გა­და­ი­ტანს ბა­ტო­ნი დათო ამ დარ­ტყმა­საც, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ კი­დევ ერთ მარ­ტივ შე­კი­თხვას დავ­სვამ – რა­ტომ?….” – წერს მაკა რაზ­მა­ძე.

იტვირთბა....