ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საქართველოში კარიერას მლიქვნელობით იწყობენ და არა პროფესიონალიზმით” – თემურ ჭყონია

“მთელი მსოფლიო ცოდნით, ბრძოლით, სწავლით, ხოხვით, წვალებით იწყობს კარიერას, ჩვენთან მლიქვნელობით,” – ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭონიამ “პირველი არხის” გადაცემაში “ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას განაცხადა.

ჭყონია გადაცემაში საუბრისას ამბობს თუ, როგორ უშლის ხელს საქართველოს განვითარებას ის, რომ ძველის დანგრევა არ გვსურს. ისე კი, ბიზნესმენის მოსაზრებით, ახალი ვერ აშენდება.

ამასთან, ბიზნესმენი მლიქვნელობის შესახებაც საუბრობს და დასძენს, რომ საქართველოში კარიერას მლიქვნელობით იწყობენ და არა პროფესიონალიზმით.

„ჩვენ უნდა დავანგრიოთ იმისთვის, რომ ახალი ავაშენოთ. სამწუხაროდ, ფუნდამენტი არ გვაქვს, რომელზეც ავაშენებთ. კი იტყვიან, გვაქვსო, მაგრამ…

და რაც მთავარია, გამოვაცხადოთ 2021 წელი მლიქვნელობის გარეშე. მლიქვნელობა ღუპავს და ამან გამაგიჟა. მთელი მსოფლიო ცოდნით, ბრძოლით, სწავლით, ხოხვით, წვალებით იწყობს კარიერას, ჩვენთან მლიქვნელობით. თუ კარგი მლიქვნელი ხარ, გარანტირებული რაღაც გაქვს. გააჩნია, როგორ გაარტყამ და ვისთან იმლიქვნელებ. ამით გადიან ფონს. ამ დროს, საქართველოს შეუძლია, რომ იყოს შეძლებული, პოპულარული და ძალიან კარგი ქვეყანა“, – აღნიშნავს ჭყონიამ.

იტვირთბა....