ჟურნალისტი, ბონდო მძინარიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
“მეტრონომი” ჟურნალისტის მიმართვას უცველეად გთავაზობთ.
“ჰაჰაჰაჰააააა… ამაზე როგორ უნდა გაბრაზდე?! – გიჟივით ვიცინი!
ნინო ბურჯანაძე: “ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც, თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს?!”
აბა, რა! თქვენ გგონიათ ნორმალური ფსიქიკის იყო ალექსანდრე ჭავჭავაძე, წინანდალში რომ აცხოვრებდა ოჯახს?!
ანდა როსტომ წერეთელი იყო ნორმალური ფსიქიკის?! ნორმალური რომ ყოფილიყო, ოჯახს სხვიტორში აცხოვრებდა?!
ღმერთო, რატომ, რატომ?!
აი, ხომ ჩავფიქრდი, მაგრამ ისევ გიჟივით წამომიარა და ისევ ვიცინი.
რომელი საუკუნეა, ქალბატონო, რა ჭორვილა?!
ახლა რა მნიშვნელობა აქვს, სად ცხოვრობ, – ჭორვილაში, წინანდალში, სხვიტორში თუ… ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში?!
რა მნიშვნელობა აქვს, რასაკვირველია, თუ რამე არ გიჭირს?!
პირიქით არის ეგ, ქალბატონო ნინო, პირიქით:
როცა გიჭირს, მაშინ ვერ იცხოვრებ იქ, სადაც გინდა, თორემ, როცა არ გიჭირს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, სად ცხოვრობ?!
სადაც მოისურვებ, იქ იცხოვრებ!” – წერს მძინარიშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “ქართული ოცნების” თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვალსათან დაკავშირებით განაცხადა, რომ ივანიშვილისთვის ხელისუფლებაში ყოფნა იყო და არის ქონების დაცვის ერთადერთი გარანტია.
“ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს? რა თქმა უნდა, მას არჩევანი რომ ჰქონოდა, ჭორვილაში არ იქნებოდა, მაგრამ წამოვიდა ჭორვილიდან და მთელი საქართველო გაიხადა დაცვად,” – განაცხადა ბურჟანაძემ.