მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რის შედეგადაც ჩაიხერგა მესტიამდე მისასვლელი ცენტრალური გზა. როგორც მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა, გზის გაწმენდითი სამუშაოები მალე დაიწყება და საღამომდე მესტიის გზა გაიხსნება.
ამ წუთებში ადგილზე მისულია ტექნიკა, რომელიც გზას გაწმენდს, საჭიროების შემთხვევაში კი დამატებითი მძმე ტექნიკაც მობილიზდება.
არსებული ცნობით, კლდის ჩამოშლა უამინდობამ გამოიწვია.