ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს უპროცენტო არარაობა თავის დროზე ზურაბ ჟვანიამ შექმნა და გაქაჩა”- გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებას ეხმიანება.

აბაშიძე ბურჯანაძეს აკრიტიკებს და წერს, რომ თავის დროზე ის ზურაბ ჟვანიას წყალობით გახდა წარმატებული.

“ნინო ბურჯანაძე – ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც, თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს?

ეს უპროცენტო არარაობა თავის დროზე აწ გარდაცვლილმა ზურაბ ჟვანიამ შექმნა და გაქაჩა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი დაბადებიდანვე ამ გოიმკამ ვეღარ ივარგა. რას ივარგებდა, როცა ამბიციური, უნიჭო პოლიტიკოსია, რომელმაც არც თვითპიარი იცის და საერთოდ ვერ ერკვევა მიმდინარე ამბებში?!

არც ჭორვილაში, არც ქუთაისში და არც ყვარელში ცხოვრებაა “ფსიქიკიდან გადახვევა”! რამხელა შეურაცხყოფა მიაყენა ამ უბადრუკმა არსებამ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს.
მაგიტომაცაა უპროცენტო, მხოლოდ გოიმ ნაცარხებზე მოთხოვნადი სუბიექტი. დიდი ხნის წინათ ჩარეცხილი ქაჯი პოლიტიკანკა!”- წერს გია აბაშიძე.

ცნობისთვის, ნინო ბურჯანაძემ ბიძინა ივანიშვილის შეფასებისას განაცხადა, “ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს?”

 

იტვირთბა....