“ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში რეალური გარდატეხა შემოიტანა, რომ იტყვიან გეიმ ჩეინჯერი. აი, ვინ იყო გეიმ ჩეინჯერი?! იყო და არის ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილი. ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებითაც, რეალურად მან თამაში შეცვალა, აბსოლუტურად შეცვალა, სხვა სტანდარტი დაგვიწესა, სხვა თამასა დაგვიწესა. აქედან ჩამოსვლა ძალიან რთული იქნება, იმხელა თამასა დაგვიტოვა ყველას ჩვენ, ვინც პოლიტიკაში ვართ დღეს, გნებავთ ოპოზიციას თუ მმართველ ძალას…”
ირაკლი ღარიბაშვილი- თავდაცვის მინისტრი
ამის შესახებ მინისტრმა პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.
“ქართული ოცნების” ყრილობა 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400-მდე დელეგატი პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს.