ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

პენსია 20 ლარით იზრდება

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში უკვე აისახა. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.

“ქვეყანაში იქნება პენსიების მორიგი მატება. პრობლემას ვერ აღმოფხვრის, მაგრამ უკეთესია ვიდრე აქამდე იყო. ეს არც საარჩევნო კამპანიად და პიარად არ უნდა იყოს აღქმული. ეს არის რეალურად დამოკიდებულება სახელმწიფოსი. სურვილი უნდა იყოს თანხვედრაში იმ შესაძლებლობასთან რაც ქვეყანას აქვს სწორედ ამის გამო გაიზარდა პენსია 20 ლარით,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

თუმცა, აქ ალბათ არც არჩევნების ფაქტორის გაუთვალისწინებლობა ივარგებს, თუ გავითვალისწინებთ, რომ, მაგალითად, 2015 წელს პენსია არ გაზრდილა.

იტვირთბა....