ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

(ვიდეო) “ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი, უბრუნდება ქველმოქმედებას” – მოროშკინა

“ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი, უბრუნდება ქველმოქმედებას,” – ამის შესახებ ჟურნალისტმა და პროფესორმა, ლალი მოროშკინამ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მოროშკინამ აღნიშნულ ტელეკომპანიასთან საუბროსას დასძინა, რომ “ქართული ოცნებას” ხმა იმიტომ კი არ მისცა, რომ მხოლოდ ივანიშვილი მოსწონდა, არამედ ხმა იმიტომ მისცა, რომ მას ბიძინა ივანიშვილის კურსი მოსწონდა.

ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი, უბრუნდება ქველმოქმედებას. ამ ქვეყანას დაჭირდება რეალური რესურსები, არამარტო ბიძინა ივანიშვილი, ყველა იმ ადამიანის, ვინც ჭიათურის მარგანეცი გამოცალა, ყველას, ვინც საქართველოს ოქროთი გახდა მდიდარი, ყველა ოპლიგარქის, მილიონერის დახმარება დაგვჭირდება. ხელფასს ვეღარც თქვენ მიიღებთ, ვეღარც მე – ხომ იცით რა არის დეფოლტი?

ხომ გესმით სად შეიძლება მივიდეთ? წელს ისევ ვერ გაიხსნება ტურისტული სეზონი, არ ამუშავდება სასტუმროები, არ ამუშავდება რესტორნები. ერთადერთი ქვეყანა მითხარით რომელიც წინ წავიდა – ჩინეთი. მორჩა. ომში ვართ.

მეც მივეცი ხმა “ქართულ ოცნებას” და მარტო ბიძინა ივანიშვილს მივეცი ხმა? რა თქმა უნდა, მე ბიძინა ივანიშვილის კურსი მომწონდა, მე 2012-იანელი ვარ. ირაკლი კობახიძე არ არის 2012-იანი, მაგრამ უნდა დავუთმოთ გზა ახალგაზრდა ადამიანებს. მე რა არ მესმის იცით? – ირაკლი კობახიძე რას იზამსო, ამბობენ. რატომ არა? პოლიტიკაში გაიზარდა ეს ადამიანი, მამამისი და მე თანამებრძოლები ვიყავით, პოლიტიკაში ერთად ვიყავით. საუბრობენ იმაზე, რომ ნეტა რა შეუძლიაო და რატომ არ შეუძლია? ეს ძლიერი გუნდია, გახარია, როდესაც რაღაცა ნაბიჯებს დგამდა, ტელეფონი არ ეჭირა ხელში და არ ეკითხებოდა ივანიშვილს, ახლა რა გავაკეთოო. არიან ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ, იგივე კახი კალაძე… მე მგონია, რომ როტაცია აუცილებელია და 3-4 წელიწადში ახალი სისხლი უნდა მოდიოდეს და იმიტომაც არის არჩევნები მნიშვნელოვანი, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ განსაკუთრებული ცვლილებები იქნება.

ქვეყანა დადგება მძიმე არჩევანის წინაშე, პური, თუ სხვა რამე, ამიტომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ.” – განაცხადა მოროშკინამ.

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....