ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სინამდვილეში იგი ამიტომ წავიდა… ათას კუდს გამოაბამენ” – შარაშენიძე ივანიშვილზე

ანალიტიკოსი, თორნიკე შარაშენიძე  ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას კვირის პალიტრასთან” აფასებს:

“რა იყო მიზანი, რომელსაც მან მიაღწია?! ჩემი აზრით, ის მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა ქუჩაში. “ქართულ ოცნებას” აღარ ემუქრება საფრთხე, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან “ნაციონალები”; რომ “გააკულაკებენ” ბიძინა ივანიშვილს და მოაშთობენ “ოცნებას”. ასეთი საფრთხე აღარ არსებობს. თუ შეიცვლება ხელისუფლება, ის მაინც აღარ იქნება საფრთხეში. ზუსტად ვიცი, მის წასვლას ათას კუდს გამოაბამენ, უამრავ სისულელეს იტყვიან, სინამდვილეში იგი პოლიტიკიდან წავიდა იმიტომ, რომ ფიქრობს, მის ქონებას საფრთხე არ ემუქრება. მისი პოლიტიკაში მოსვლის მიზანიც ხომ ის იყო, რომ საქართველოში თავისი უსაფრთხოება გაემყარებინა.

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, მან თავისი ქონების უსაფრთხოება ნამდვილად უზრუნველყო. ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რაც, თავის მხრივ, ოპოზიციის ბრალიც არის”, – განუცხადა თორნიკე შარაშენიძე.

იტვირთბა....