ექიმი გიორგი ღოღობერიძე კოვიდგადატანილ პაციენტებს აფრთხილებს და რეკომენდაციით მიმართავს. ექიმმა „იმედის დღეში“ საუბრისას აღნიშნა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ დარჩენილი იმუნიტეტი ადამიანს კორონას ყველა შტამისგან იცავს.
„ხალხს ჰგონია, რომ თუ მათ კოვიდი მოიხადეს, შეუძლიათ ნიღაბი აღარ ატარონ ან დისტანცია აღარ დაიცვან, მაგრამ იცოდეთ, მათ კი მოიხადეს კორონავირუსი და შეიძლება რეინფიცირება აღარ მოხდეს, მაგრამ ისინი ვირუსის მატარებლები შეიძლება იყვნენ და სხვა დააავადონ, ამიტომ ყველა რეკომედაცის დაცვა უნდა განაგრძონ. კორონას გადატანის შემდეგ, ეს იმუნიტეტი დედამიწაძე ამჟამად გავრცელებული კორონავირუსის ყველა შტამისგან გვიცავს“, – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.