“ჯერჯერობით გასარკვევია, რომელი ირაკლი კობახიძე იქნება თავმჯდომარე, მეცნიერი თუ პოლიტიკოსი. კობახიძის დანიშვნით არაფერი იცვლება არც ჩვენთვის და არც ქართული ოცნებისთვის. რაც შეეხება ივანიშვილის წასვლას, ეს არის პოზიტიური მოვლენა, ეს ნიშნავს რომ ის აცნობიერებს საფრთხეებს, რაც არის ქვეყანაში.”
ნუგზარ წიკლაური – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
ამის შესახებ ნუგზარ წიკლაურმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
წიკლაუირ ივანიშვილის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც მან თქვა რომ, ოპოზიცია ხალხისთვის მიუღებელია და თქვა, “ისეთი მთავრობა ხომ შექმნა, რომელიც ჩვენ ყველას მოგვწონს და ბედნიერება მოუტანა ხალხს.”
ცნობისთვის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.