“ამ გაწეული სამუშაოს ფონზე, როდესაც მან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მონაწილეობით დემოკრატიას, როდესაც მოქალაქეებს დაუბრუნდათ ხელისუფლება და როდესაც ხელისუფლება გახდა ანგარიშვალდებული კონსტიტუციურადაც და რეალურ პროცესშიც მოქალაქეებთან, რა თქმა უნდა, სრულიად ლოგიკურია უკვე მისი გადაწყვეტილება, რომ ახალ გუნდს, რომელმაც გამოიარა გარკვეული პოლიტიკური გამოცდები, მართვაზე გადასცეს მთელი პასუხისმგებლობა.
მე მინდა ჩემის მხრივ გითხრათ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის, ეს პასუხისმგებლობა პირნათლად განახორციელოს ჩვენი საზოგადოების წინაშე,”- არჩილ თალაკვაძე.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.
არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე დაინიშნება.