„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.
ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს შეცვლის, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, პარტიის ცენტრალურ ოფისში ოლიტიკურის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
პარტიის ყრილობა გაიმართება შაბათს, 16 იანვარს, სადაც აირჩევა პარტიის ახალი თავმჯდომარე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.