ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლა პირადი კომფორტისთვის გადადგუმი უპასუხისმგებლო ნაბიჯია”- თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი  პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბიძნა ივანიშვილის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო ნაბიჯს უწოდებს.

როგორც ხიდაშელი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ჯერ კიდევ დეკემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა პროცესები დროში გაიწელა.

“ეს პირადი კომფორტისთვის გადადგუმი უპასუხისმგებლო ნაბიჯია. “ეს გადაწყვეტილება, რომ იგი თანამდებობას დატოვებდა, საპარლამენტო არჩევნებამდე იყო მიღებული. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ზუსტად ვიცი, რომ დეკემბერში იყო დაგეგმილი ქართული ოცნების ყრილობა, სადაც იგი უნდა გადამდგარიყო და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამხდარიყო, მაგრამ სწორედ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, პროცესმა გადაინაცვლა დროში”, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბრისას თინა ხიდაშელი.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის  პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.

არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე დაინიშნება.

იტვირთბა....