“თუ მიზანი სააკაშვილის გადაყენება იყო, მაშინ შეეძლო გამარჯვებიდან მეორე დღესვე წასულიყო. თუ ეგ იყო მისი მისია, 8 წელი ამას რათ უნდოდა. თუ მართლა ეგ იყო მისია, იტყოდა, აი მე დავამარცხე სააკაშვილი და წავიდოდა. მაგრამ, მას ჰქონდა პუტინის გეგმა.”
გია ბარამიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი
ამის შესახებ გია ბარამიძემ “დღის ამბებში” განაცხადა, რითიც პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა.
ბარამიძის თქმით, ივანიშვილი ცინიზმით და დაცინვით არის დაკავებული, რომელიც ხელისუფლებაში 10 თვის ბავშვის მკვლელობით მოვიდა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.