“ის კულუარულ მართვაზე იყო აქამდეც, ის რა მმართველობის ფორმაც იყო, ერქვა ოლიგარქია. ბრჭყალებში ჩავსვამდი სიტყვა წასვლას, რადგან ის წავა მაშინ, როცა მისი ხალხი, უმრავლესობას ვგულისხმობ, ასევე წავა ოპოზიციაში. ერთის მხრივ ეს არის ჩვეულებრივი თაღლითობა, მეორეს მხრივ ეს არის უკიდურესი უპასუხისმგევბლობა და სისუსტის გამოვლინება.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” წევრი
ამის შესახებ გია ბარამიძემ “დღის ამბებში” განაცხადა, რითიც პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა.
როგორც უგულავა აცხადებს, ივანიშვილო არსებულ პრობლემებს გაექცა და პასუხისმგებლობა თავიდან აირიდა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.