ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირი – საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ.
გათავისუფლების შემდეგ მათ დარვაზის გარეთ ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
ტვ “პირველი” ავრცელებს ვიდეოს, სადაც გათავისიფ;ებული ბრალდებულებისა და მათი ახლობლების ემოციური შეხვედრაა ასახული.
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული სამი “საბურთალოელი” დღეს 000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ საბა გოგშელიძეს, ირაკლი წაქაძესა და საბა ჩხარტიშვილს ძალადობას, ასევე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან.