ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

იგეგმება თუ არა 18 იანვრიდან შეზღუდვების შემსუბუქება – მთავრობის გადაწყვეტილება ცნობილია

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, არსებული შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე შენარჩუნდება.

“1 თებერვლამდე გვინდა შევინარჩუნოთ წერტილოვანი შეზღუდვების რეჟიმი. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი 2-3 კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესსექტორთან. იმედი გვაქვს, უსაფრთხო გახსნის პერიოდი პირველი თებერვლიდან დაიწყება.

ჩვენ გვექნება შეხვედრა ბიზნესებთან, სატრანსპორტო და სავაჭრო მიმართულებით. ამ დარჩენილ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ სტანდარტების დაცვა შეუძლიათ. შესაძლებელია რაიმე დამატებითი მოთხოვნებიც გვქონდეს მათთან რაზეც შევთანხმდებით,”- აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისათვის, მოლების, ბაზრობების და ტრანპორტის გახსნა 18 იანვრიდან იგეგმებოდა, თუმცა, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა. რაც მიმართულებით შემსუბუქდენა შეზღუდვები, თურნავას თქმით, საკითხზე საკოორდინაციო საბჭო მომავალი სამი კვირის განმავლობაში იმსჯელებს.

იტვირთბა....