ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა, რასაც უნდა გავუმკლავდეთ”- მდინარაძე პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ეხმიანება.

მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი.

“დღეს მან გადაწყვიტა, რომ დემოკრატიული განვითარების პროცესში, მხოლოდ ერთი ადამიანის ფაქტორი და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არ უნდა იყოს რომელიმე კონკრეტულ პირზე დამოკიდებული, მათ შორის მასზე. ეს უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობამ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის წასვლა გუნდისთვის დიდი გამოწვევაა, თუმცა თავს წარმატებით გაართმევენ, რადგან “ქვეყანაში მყარი ინსტიტუტები არსებობს”:

“ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა და ვფიქრობთ, რომ ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ და ეს ასეც იქნება. საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას, იმ გზაზე სვლას, რომელიც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა, თავად მიაღწია იმას, რომ ეს შეუქცევადობა დემოკრატიის და მისი ხარისხის ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ვფიქრობ ამ გამოწვევას ქართული ოცნების გუნდი წარმატებით გაართმევს თავს, იმიტომ, რომ უკვე არსებობს მყარი ინსტიტუტები, დემოკრატიის ისეთი საფუძვლები ჩაყრილი ამ ქვეყანაში, ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც საბოლოოდ გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება უნდა უზრუნველყოს”, – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის  პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.

არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე დაინიშნება.

იტვირთბა....