მთავარი ციტატა

“როცა პოლიტიკური კრიზისის პიკზე გადიხარ, ეს გაქცევას უფრო ჰგავს, ვიდრე გამარჯვებულის პოზიციიდან გასვლას”- ხუხაშვილი ივანიშვილზე

„ყალბი მეორედ მოსვლა ბევრჯერ ყოფილა მსოფლიო ისტორიაში. ყალბი მეორედ წასვლაც თუ დაემატა ამას, არ გვინდა. ამიტომ, მისი წასვლის შესახებ დადასტურება რეალურ ქმედებებში უნდა მივიღოთ. მისი არგუმენტები საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება, იმიტომ, რომ რა მდგომარეობაშიც დღეს ქვეყანა არის, გამარჯვებაზე სრულიადაც არ მეტყველებს. საუბარი გამარჯვებაზე ძნელია, მითუმეტეს, რომ სახელმწიფოებრივ პრობლემებს გვირგვინად ადგას სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და როდესაც შენ პოლიტიკური კრიზისის პიკზე გადიხარ, ეს უფრო გაქცევას ჰგავს, ვიდრე გამარჯვებულის პოზიციიდან გასვლას.”

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

აღნიშნული ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის პო;ოტოკიდან წასვლას ეხმაურება.

გია ხუხაშვილის განცხადებით, წერილი, რომელიც ივანიშვილმა გამოაქვეყნა და სადაც წასვლასთან დაკავშირებით წერს, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ პოლიტიკიდან მისი წასვლა ნამდვილად სარწმუნო იყოს. 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის  პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.

 

იტვირთბა....