ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ბიძინა ივაიშვილის პოლიციტიკად წასვლა ნიშნავს, რომ ის უკვე მეორედ კულუარულ მართვაზე გადადის. აღნიშნული გოცირიძე ბიძინა ივანიშვილის პო;ოტოკიდან წასვლას ეხმაურება.
გოცირიძე პოლიტიკიდან ივანიშვილის პირველად წასვლისა და შუშის სასახლეში საიდუმლო სტუმრობების ვიზიტებს იხსენებს.
„გვახსოვს როგორ „წავიდა” ერთხელ, მაგრამ არსად წასულა. გადადის ნაჩვევ კულუარულ მართვაზე. მაშინ პარტია ლამის დაენგრა, იგრძნეს რა წნეხის ოდნავი მოშვება და ექსპერიმენტულ რეჟიმში ილუზორული ავტონომიურობა, კინაღამ დაეშალა პარტია. ვერ გაინაწილეს ფული და გავლენები და ატყდა შიდა ომი, მერე იძულებული გახდა, უფრო აქტიურად ჩარეულიყო, ოფიციალური პოსტიც მოირგო „საქმეების დასალაგებლად”. ერთი კლანი( რომელიც ბიუჯეტიდან გამძღარი წავიდა), მეორეთი ჩაანაცვლა, ახლაც იგივე ხდება: დასვა ყველა მნიშვნელოვან ძალოვან, სასამართლო თუ სხვა პოსტებზე თავისი ხელქვეითები და უნდა, მათი ხელით და პირადი ნაკლები ოპერატიული ჩარევით მართოს ქვეყანა კულისებიდან, ეს უკვე გამოსცადა პანდემიის პირობებში. კვლავ ვიხილავთ შუშის სასახლეში საიდუმლო სტუმრობებს, დაბურული მანქანებით ვიზიტებს და ა. შ. ეს ნაცნობი სურათია,”- აღნიშნა გოცირიძემ.
მისივე თქმით, . „ქართული ოცნება” არსებობს ან ივანიშვილთან ერთად ან არ არსებობს.”
“დღეს არსებული არაფორმალური სისტემა ვერ მუშაობს ივანიშვილის გარეშე. „ოსტანკინოს“ ტელეანძას ჰგავს, რომელიც აწყობილია ტროსზე, რკინის ბაგირზე. საკმარისია ის გაწყდეს და სისტემა ჩამოიშლება. ამის ეშინოდათ ხანძრის დროს. „ქართული ოცნება” არსებობს ან ივანიშვილთან ერთად ან არ არსებობს,”- აცხადებს რომან გოცირიძე.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.
არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე დაინიშნება.