ახალი ამბები მთავარი ციტატა

“რაღაც ეთიკა და ცენზურა ხომ უნდა არსებობდეს? აღშფოთებული ვარ, მამა ცოცხალია” – ქეთი წიკლაური

„ეს დეზინფორმაციაა, რომელიც არ ვიცი, რა უფლებით გაავრცელეს. მე შეკითხვა მაქვს ჟურნალისტებთან, ადამიანობა თუ არ არსებობს, რაღაც ეთიკა და ცენზურა ხომ უნდა არსებობდეს? აღშფოთებული ვარ, მამა ცოცხალია. თუ რამე დააინტერესებთ ჟურნალისტებს, მე დამიკავშირდნენ.”

ქეთი წიკლაური – მომღერალ თემურ წიკლაურის შვილი.

ამის შესახებ მან “პრაიმტაიმს” განუცხადა. 

ცნობისათვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფოცმაცია იმის შესახებ, რომ მომღერალი თემურ წიკლაური გარდაიცვალა.

ასევე, მომღერლის გარდაცვალების შესახებ წერდა სოციალურ ქსელში “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე.

შეგახენებთ, ქართველი მომღერალი და მსახიობი, 75 წლის თემურ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა.

იტვირთბა....