ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმებას ბრიტანელები ვირუსის ბავშვებში სწრაფად გავრცელებას უკავშირებენ. როგორც ირკვევა, კოვიდ-19 თუკი უმეტესწილად ხანდაზმულებში ვლინდებოდა, ახალი შტამები ყველა ასაკის ადამიანში თანაბრად გადადის.
დიდი ბრიტანეთი ახლა ამ რეალობის მაგალითია, 18 წელს ქვემოთ ბავშვები აღმოჩნდნენ იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა გაკონტროლებაც ყველაზე რთულია. კუჭნაწლავის პრობლემების გამოვლინება – ღებინება, მუცლის ტკივილი და უმადობა – ეს ის განმასხვავებელი სიმპტომებია, რითიც მოზრდილისა და ბავშვის ავადობა განსხვავდება.
რაც შეეხება მძიმე შემთხვევების სტატისტიკას, 100-დან პროცენტულად ჰოსპიტალიზაციას ამ დროის მონაცემებით მხოლოდ სამი ბავშვი საჭიროებს. ლეტალური შემთხვევები კი მსოფლიო მონაცემებით 0,01 %-ს უდრის.