ახალციხეში დაკარგული 17 წლის მოზარდი გაუჩინარებიდან მესამე დღეს სამართალდამცველებმა 10 იანვარს, ნათენაძის ქუჩაზე იპოვეს. როგორც ცნობილი ხდება, არასრულწლოვანი კლინიკაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. პედიატრი ნესტან უშხვანი ამბობს, რომ მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„როგორც თვითონ ამბობს, მთელი ღამე უვლია, რადგან არ ეძინებოდა. ალბათ ეს არის მიზეზი, რომ ღამე არ გაიყინა. ველოდებით ფსიქიატრს და მისი დასკვნის მიხედვით გადავწყვეტთ სად შეიძლება მისი გაშვება – სახლში თუ სამკურნალო დაწესებულებაში. როგორც აღმოჩნდა, მისთვის ეს სახლიდან გაქცევის პირველი მცდელობა არ არის” – ამბობს მკურნალი ექიმი.