ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სულ მხვდება ასეთი პოსტები: ეს ქართველები რატომ არიან ასეთი სულელები…” – გია ნოდიას მიმართვა

ანალიტიკოსი გია ნოდია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

“სულ მხვდება ასეთი პოსტები: ეს ქართველები რატომ არიან ასეთი სულელები; მაგ: რამ შეაყვარათ ტრამპი, ან რამ შეაძულათ ტრამპი (ბოლო სამი დღის მთავარი თემა რომ ავიღოთ). ამ დროს, თავად ამის მთქმელები ჩვეულებრივი ქართველები, ანუ ქართულ კულტურაში და „გაგებაში“ სოციალიზებული ინდივიდები არიან.

ცხადია, მათ უნდათ იმის ხაზგასმა, რომ თავად გამონაკლისები არიან, რაღაც უფრო მაღალ ცივილიზაციას ეზიარნენ და ჩამორჩენილ და პროვინციულ ქართულ მასაზე ამაღლდნენ. მაგრამ იმის უუნარობა, გააკრიტიკონ (სასურველია, არგუმენტების მოხმობით) კონკრეტული ადამიანის კონკრეტული აზრი იმის მაგივრად, რომ ზოგადად ქართველების შესახებ ბუნდოვანი სტერეოტიპები ამკვიდრონ, მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ არაფერზეც არ ამაღლებულან.

რაღაცნაირად უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ამერიკაშიც, საქართველოშიც და საერთოდ ყველგან ადამიანებს სხვადასხვანაირი შეხედულებები აქვთ (რომლებიც ხანდახან არ მოგვწონს), და რომ ინდივიდის აზრები მისი ჯიშიდან და გენიდან ავტომატურად არ მომდინარეობს” – წერს გია ნოდია.

იტვირთბა....