ეკონომისტი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც წინამორბედი ხელისუფლების დროს საქართველოში რუსული ინვესტიციების განხორციელებაზე საუბრობს.
როგორც ეკონომისტი თავის პოსტში აღნიშნავს, ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის დროს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტი ინვესტიცია რუსეთიდან შემოდიოდა. ივანიშვილის პერიოდში კი ნაკლები.
“საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი რუსული ინვესტიცია განხორციელდა სააკაშვილის პერიოდში.
საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი ამერიკული ინვესტიცია განხორციელდა ივანიშვილის პერიოდში.
საქართველოს ისტორიაში, ყველაზე ნაკლები ამერიკული ინვესტიცია განხორციელდა სააკაშვილის პერიოდში.
საქართველოს ისტორიაში, ყველაზე ნაკლები რუსული ინვესტიცია განხორციელდა ივანიშვილის პერიოდში!!!
ეს ყველაფერი არის ფაქტები და შემიძლია ვედავო და დავუდო წინ ნებისმიერს!!!
ამ ყველაფერს ჰქვია: რეალობა და ზრუნვა განვითარებისათვის.
დასკვნები თქვენვე გამოიტანეთ.” – წერს ლატარია სოციალურ ქსელში.