სენაკის, სოფელ, ნოქალაქევში 19 წლის გიორგი კაკულია, ოჯახის წევრებმა საწოლში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც “სენაკის ქრონიკა” წერს, შემთხვევა გუშინ დილით მოხდა.
ერთე-ერთი მეზობლის თქმით კი გიორგის ეპილეფსია ჰქონდა, ხოლო ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო, შესაბამისად, მკურნალობის საშუალება არ გააჩნდათ.
“თვითონ გიორგის ტყიდან შეშა დაჰქონდა, ოჯახი რომ ერჩინა”, – ამბობენ მეზობლები.
რა გახდა გიორგი კაკულიას გარდაცვალების მიზეზი, ეს ჯერჯერობით უცნობია!