ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ვინ ავრცელებს კორონავირუსს ყველაზე ხშირად – ამერიკელი მეცნიერების ახალი კვლევა

კოვიდ-19-ს ძირითადად უსიმპტომო ადამიანები ავრცელებენ. – ამის შესახებ შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მეცნიერთა ახალი კვლევაშაი ნათქვამი.

როგორც აღნიშნულ კვლევაში ვკითხულობთ, სხვადასხვა სცენარით ანალიტიკური მოდელების შეფასებამ აჩვენა, რომ იმ ინდივიდებზე, ვისაც დაავადების სიმპტომები არ ჰქონიათ, ინფექციის გავრცელების ნახევარზე მეტი შემთხვევა მოდის.

ამასთან, მეცნიერებმა შეისწავლეს პრესიმპტომატური პაციენტები, სიმპტომატური და ისეთები, ვისაც სიმპტომები არასდროს გამოვლენიათ.

ამავე კვლევის მიხედვით, ასიმპტომატურ ადამიანებზე მოდის აღრიცხული გავრცელების 59%. აქედან 35 პროცენტს გავრცელებისას სიმპტომები ჯერ არ ჰქონდა, 24 პროცენტს კი კოვიდ-19-ის სიმპტომები საერთოდ არ ჰქონია.

ხოლო დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მეცნიერები განმარტავენ, რომ მათ მოდელს ზუსტი ანგარიშის მომზადების პრეტენზია არ აქვს და ეს უმეტესად ახალი კორონავირუსის გავრცელების სავარაუდო შეფასებებია.

შესაბამისად, მხოლოდ იმ ადამიანების ამოცნობა და იზოლირება, ვინც ინფექციის მატარებელია, ახალი კორონავირუსის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.

„გავრცელების ეფექტური კონტროლი მოითხოვს ისეთი ადამიანებისგან გადაცემის რისკის შემცირებას, რომელთაც სიმპტომები არ აქვთ“, – აღნიშნავენ ამერიკელი მეცნიერები.

იტვირთბა....