“თბილისი მოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცის შესაძლო მკვლელის ვინაობის დასადგენად სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. “მეტრონომი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მამაკაცის ვინაობა უცნობია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
“ნაპოვნია მამაკაცის გვამი,რომლის ვინაობა არ არის ცნობილი. გამოძიება მიმდინარეობს 108-მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ ეტაპე მიმდინარეობს ოპერატიულ სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები” – განუცხადა შსს-მ “მეტრონომს”.
შეგახსენებთ, მკვლელობა დიღომში “თბილისი მოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 50 წლამდე მამაკაცია, რომელსაც დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.