სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავდებულთა კოვიდინფიცირებულების შესახებ განცხადებას ავცელებს.
როგორც აღნიშნული დაწესებულების განცხადებაში ვკითხულობთ, სპეციალური სამსახური N5 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
“სპეციალური სამსახური ეხმიანება N5 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. ნებისმიერი სპეკულაციის თავიდან აცილების მიზნით, სამსახური ავრცელებს ინფორმაციას მოცემულ დაწესებულებაში არსებულ კოვიდვითარებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, პენიტენციური სამსახურის მიერ გასული წლის ბოლოს დაწყებული პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში, მიმდინარე წლის 3 იანვარს PCR ტესტირება ჩაუტარდა N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 329 ბრალდებულ/მსჯავრდებულს, რომელთაგან 23 შემთხვევა დადასტურდა. ეს იყო ე.წ. უსიმპტომო პაციენტები და მოხდა მათი დაწესებულების დანარჩენი კონტინგენისგან იზოლირება დაწესებულების საკარანტინო სივრცეში.
ასევე იზოლირებულები არიან ამ ადამიანებთან კონტაქტში მყოფი პირები. დადასტურებული 23 შემთხვევიდან, მიმდინარე წლის 8 იანვარს ოთხ ქალ პატიმარს აღენიშნა გარკვეული სიმპტომები (ტემპერატურის მატება). ამიტომ მოხდა მათი გადაყვანა სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ სისტემაში მოქმედი სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, ყოველ 72 საათში ერთხელ კეთდება სწრაფი ანტიგენით ტესტირება. ასე მოხდა N5 პენიტენციურ დაწესებულებაშიც და 7 იანვარს ჩატარებული სწრაფი ტესტირებით ყველა პატიმრის პასუხი იყო უარყოფითი.
თუმცა 9 იანვარს სიმპტომები გამოუვლინდა 3 პატიმარს, რომლებიც დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან და 4 იანვრიდან იზოლაციაში იმყოფებიან. შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოხდა მათი გადაყვანა სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში, რათა შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდოთ. აღსანიშნავია, რომ ყველა პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური.
ამასთან, პრევენციის მიზნით ყოველ 72 საათში დაწესებულების მთელ კონტინგენტს ჩაუტარდება სწრაფი ანტიგენის ტესტი, რათა ვირუსის არსებობის შემთხვევაში ადრეულ პერიოდში მოხდეს მისი დიაგნოსტირება და ვირუსის გავრცელების ლოკალიზება. PCR ტესტირებიდან ორი კვირის შემდეგ კი დაწესებულების ყველა პატიმარს კვლავ ჩაუტარდება განმეორებითი PCR ტესტირება.” – ნათქვამია განცხადებაში.