ღამის განმავლობაში, 2 ახალი კერა გაჩნდა გურიაში, მამათში და სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში. ორივე ხანძარი ლიკვიდირებულია. – აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
შესაბამისი უწყების ცნობით, ხანძრის ერთი კერაა დარჩენილი სამეგრელოში.
მათივე ინფორმაციით, დობარაზენში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.
„დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი და მშრალი ამინდია, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ, შეიძლება, გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“ – აღნიშნულია განცხადებაში.