მთავარი ციტატა

“გაზაფხულამდე რეგულაციები, სავარაუდოდ, შენარჩუნდება”- ჯანდაცვის სპეციალისტი

„მე ასე ვერ ვიტყოდი, რადგან ორი-სამი დღეა საკმარისი საიმისოდ, რომ საზოგადოება „მოეშვას” და დაუბრუნდეს ხალხმრავალ შეკრებებს, თუნდაც ძველით ახალ წელს. თუ რეგულაციების დაცვა არ გავაგრძელეთ ისევე და უფრო ინტენსიურადაც, ბოლო პერიოდთან შედარებით პიკი წინ გვექნება. გაზაფხულამდე რეგულაციები, სავარაუდოდ, შენარჩუნდება. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ შეგვიძლია მოვეშვათ და ყველაფერი დამთავრდა, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების მოხსნაა დაანონსებული 1 თებერვლიდან, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.”

აკაკი ზოიძე – ჯანდაცვის სპეციალისტი

აღნიშნულით ზოიძე “რეზონანსთან” თენგიზ ცერცვაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც თქვა, რომ კორონავირუსის პიკმა გადაიარა.

თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების რაოდენობა 3-ჯერ, 4-ჯერ შემცირდა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოემბრდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. 

იტვირთბა....