„არ ვიცი ვირუსის პიკი გავიარეთ თუ არა, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ თუ რეგულაციების დაცვა არ გავაგრძელეთ ისევე და უფრო ინტენსიურადაც, ბოლო პერიოდთან შედარებით პიკი წინ გვექნება. შესაბამისად, არ ვიცი ბატონი თენგიზი ასე დარწმუნებით ამას რის საფუძველზე ამბობს.”
აკაკი ზოიძე – ჯანდაცვის სპეციალისტი
აღნიშნულით ზოიძე “რეზონანსთან” თენგიზ ცერცვაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც თქვა, რომ კორონავირუსის პიკმა გადაიარა.
თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების რაოდენობა 3-ჯერ, 4-ჯერ შემცირდა.