ახალი ამბები მთავარი სამართალი

აქტივისტები, რომლებიც ფოთში თევზის სუნს აპროტესტებდნენ, დააკავეს

პოლიციამ ფოთში დღეს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავა.

აქციაზე, რომელიც მერის ადმინისტრაციულ შენობასთან რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაპირისპირება მოხდა.

აქციაზე სამართალდამცველები და აქტივისტები ერთმანეთს სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

მოქალაქეები, რომლებიც დღეს ქალაქში თევზის სუნს აპროტესტებდნენ, მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მერიიდან მათ არავინ გამოხმაურებია, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მერის საცხოვრებელ სახლთან გადაინაცვლეს, სადაც ფოთის მერის მეზობლები და ახლობლები დახვდნენ. სწორედ მერის საცხოვრებელ სახლთან მოხდა დაპირისპირებაც.

პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით სამი აქტივისტი დააკავა. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.

 

იტვირთბა....