დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე და პრიცი ფილიპი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.
თუმცა, რომელი ვაქიცნა გაიკეთეს დედოფალმა და პრონცმა, ცნობილი არაა.
ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე 1.5 მილიონ ადამიანი აიცრა.
დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შექმნილი Covid-19-ის ვაქცინის გამოყენება დაიწყო. თუმცა,მოგვიანებიტ, ქვეყანაში მოსახლეობის აცრა AstraZeneca-ს მიერ შექმნილი Covid-19-ის ვაქცინით დაიწყო.