aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გარეთ რომ გამოდიხარ, სახლში შესვლის დროს უკვე ყარხარ”- ფოთში საპროცესო აქცია გამართეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფოთში ადგილობრივმა მოსახლეობამ მერიასთან საპროცეს აქცია გამართეს. ადგილობრივებმა ქალაქში თევზის სუნი გააპროტესტეს.

მოქალაქეების თქმით, ქალაქში თევზის მძაფრი სუნი ნოემბრიდან მარტამდე დგას, რისი მიზეზიც ქაფშიის გადამამუშავებელი ქარხნებია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი  ხახუბია ფოთელებს ამ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. აღსანიშნავია, რომ ფოთსი ქაფშიის გადამამუშავებელი ერთ-ერთი ქარხანა სწორედ ირაკლი ხახუბიას ეკუთვნის.

“”ვიხრჩობით ამ სუნში. ყარს მთელი ქალაქი. ცხოვრების საშუალება არ არის ამ ქალაქში. გარეთ რომ გამოდიხარ, სახლში შესვლის დროს უკვე ყარხარ. ხალხს სარეცხი ვერ გაუფენია. ერთ-ერთი ქარხნის მეპატრონე ჩვენი დეპუტატია. მგონი, მას მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება, რომ ასეთ საშინელ მდგომარეობაში არ იყოს ჩვენი ქალაქი”. – თქვა ენმ-ის წევრმა.

აქტივისტები მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ, მაგრამ მათ არავინ შეხვდა.

იტვირთბა....