“მსოფლიოში დაფიქსირებულია რეინფიცირების შემთხვევები, ჩვენ ვსწავლობთ დაახლოებით 10 საეჭვო შემთხვევას, თუმცა მსოფლიოში სულ 20-მდე შემთხვევაა დადასტურებული, ამიტომ 10 მხოლოდ საქართველოში ნამდვილად ვერ იქნება. მოვიძიეთ ამ ადამიანების პირველი დაინფიცირების ნიმუშები, უნდა გაიშიფროს ეს გენომი და მერე მოხდეს შედარება. ამას დრო სჭირდება, მაგრამ ლუგარის ცენტრს ამის შესაძლებლობა აქვს.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
ამის შესახებ პაატა იმნაძემ მ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში, “დღის შოუში” განაცხადა.
ამასთან, როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, სამეცნიერო პუბლიკაციები რაზეც მიგვანიშნებს, 8 თვის განმავლობაში ადამიანს ძალიან კარგი იმუნიტეტი რჩება.