aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

(ფოტო) 24 წლის გოგო და მისი შეყვარებული შერიგების სუფრაზე ნათესავებმა მოკლეს – შემზარავი ტრაგედიის დეტალები

aviabiletebi
ავიაბილეთები

გამოცემა “Daily Mail”-ი თურქეთში მომხდარი შემზარავი მკვლელობის შესახებ წერს.

როგორც აღნიშნული მედიასაშუალება იუწყება, ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა  24 წლის გოგო და მისი შეყვარებული მათთვის მოწყობილ შერიგების წვეულებაზე მოკლეს.

“Daily Mail”-ის ინფორმაციით,  ოჯახი გოგოს  აიძულებდა ბიძაშვილს გაჰყოლოდა ცოლად. ის კი თავის რჩეულთან ერთად გაიქცა.

ორი თვის შემდეგ კი როცა წყვილი სოფელში  დაბრუნდა გოგოს ოჯახი წვეულებაზე შესარიგებლად მიიპატიჟეს. გამოცემის ცნობით, შოკისმომგვრელი ტრაგედიაც სწორედ ამ დღეს მოხდა.

ამასთან, მედიასაშუალების ინფორმაციით, შეყვარებულები ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობების მიყენებით მოკლეს.

უფრო მეტიც, ვრცელდება ინფორმაციაც, რომ მკვლელობამდე ბიჭი გააუპატიურეს კიდეც. მოკლული წყვილი სოფლიის განაპირას დამარხეს.

მომხდარი ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა ბიჭის ოჯახმა წყვილი მოიკითხა და პოლიციას მიმართა. გოგოს ოჯახმა სწორედ სამართალდამცველებთან აღიარა მომხდარი და აჩვენეს, სად იყო დამარხული ცხედრები.

არსანიშნავია, რომ თურქმა სამართალდამცავებმა მოკლული გოგოს მამა, ძმა და ის ბიძაშვილი დააკავა, ვისაც ცოლად უნდა გაჰყოლოდა.

იტვირთბა....