შესაძლო გარიგების გამო, ხობის “კოლხეთსა” და ცხინვალის “ლიახვს” შორის, ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის მატჩი გადაიდო. შესაბამისი გადაწყვეტილება ადგილზე ჩასულმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სამსაჯო ჯგუფთან და კლუბების ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შედეგად მიიღო. – ამ ინფორმაციას “პალიტრანიუსი” ავრცელებს.
“ყველანაირი ინფორმაცია მოვაწოდეთ სამართალდამცავებს. გვაქვს მოლოდინი, რომ მოხდება სათანადო გამოძიება და უკმაცრესად დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც პირდაპირი, თუ ირიბი გზით ჩართულია გარიგებული თამაშების სქემაში. ფეხბურთი არ არის ის სფერო, სადაც ადგილი ექნება მსგავს ფინანსურ მანიპულაციებს. ფედერაცია გარიგებულ თამაშებთან საბრძოლველად სპეციალური დეპარტამენტის შექმნას გეგმავს”. – განაცხადა კობიაშვილმა.