ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

(ვიდეო) სოციალურ ქსელში სამგზავრო თვითფრინავის გაუჩინარებამდე გადაღებული ვიდეომასალა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ინდონეზიაში, სამგზავრო თვითფრინავის გაუჩინარებამდე გადაღებული ვიდეომასალა ვრცელდება.

იხ: ვიდეო:

 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო ბოინგი, რომლის ბორტზე 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რადარებიდან გაუჩინარდა.

თვითმფრინავი ჯაკარტიდან ქალაქ პანტიანაკში ასრულებდა რეისს. ჯაკარტის აეროპორტიდან ავიალაინერი ადგილობრივი დროით 02:30 საათზე აფრინდა და ოთხი წუთის შემდეგ დისპეტჩერებთან კონტაქტი დაკარგა. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

ამასთან, როიტერის ინფორმაციით, რადარებიდან გაუჩინარებული სამგზავრო „ბოინგი 737“-ის ნამსხვრევები სავარაუდოდ ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში უკვე აღმოაჩინეს.

როგორც მედიასაშუალებებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეთევზეებმა წყალში კაბელები და მეტალის ნაწილები იპოვეს.

იტვირთბა....