ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

“რაღაც კომიკური პარტიების შექმნა ინჯიასგან, თუ ეს მრავალპარტიულად მიაჩნია ოცნებას, უფრო ცუდად ჰქონია საქმე” – სერგო ჩიხლაძე

“ოთხი დეპუტატის პარლამენტში შესვლა მრავალფეროვნების და მრავალპარტიულობის სურათს არ ქმნის,” – აღნიშნული განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ დღეს გააკეთა.

ჩიხლაძის განმარტებით, ოთხი დეპუტატის შეყვანა თუ მრავალპარტიულობას ნიშნავს, მაშინ კიდევ უფრო ღრმა კრიზისში ყოფილა „ქართული ოცნება“, ვიდრე ჩვენ წარმოდგვედგინა

„პატრიოტთა ალიანსი“ არასდროს ყოფილა ოპოზიციის ფლაგმანი. პირიქით, „პატრიოტთა ალიანსის“ ანტიდასავლური და პრორუსული გზავნილები და პოზიცია დამაზიანებელია საქართველოსთვის და მითუმეტეს, ამ ძალის დამფინანსებელი ოთხი ადამიანის შეყვანა, რომელიც თვითონ ამ ძალას გაემინჯა, არ ქმნის არანაირი პოლიტიკური მრავალფეროვნების და მრავალპარტიულობის სურათს. რაღაც კომიკური პარტიების შექმნა ბატონი ინჯიასგან, „ევროპელი სოციალისტები“ და ა.შ. ეს თუ მრავალპარტიულად მიაჩნია „ქართულ ოცნებას“, უფრო ცუდად ჰქონიათ საქმე“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა ოთხი წევრის: ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანის, ავთანდილ ენუქიძისა და გელა მიქაძის უფლებამოსილება სცნო. ოთხივე მათგანი „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში იყვნენ.

იტვირთბა....