ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ს პრეზიდენტი ბატაკლანის თეატრს ესტუმრა

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა პარიზში ბატაკლანის  თეატრს ესტუმრა და გარდაცვილილებს პატივი მიაგო. აშშ-ს პრეზიდენტმა  თეატრის წინ თეთრი ვარდი მიიტანა. ობამასთან ერთად საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და პარიზის მერიც იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ პარიზში სხვადასხვა ადგილას მომხდარ ტერაქტებს 129 ადამიანი ემსხვერპლა. ბატაკლანის თეატრში კი 90 ადამიანი დაიღუპა.

ობამა პარიზში კლიმატის ცვლილების საერთაშრისო კონფერენციას ესწრება მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად.

იტვირთბა....